თუკი ჩვენს Instagram & Facebook გვერდებს ან ფირის ფოტოგრაფიის ჯგუფს თვალს ადევნებთ, უთუოდ შეამჩნევდით ფირის დიდი ოჯახის ახალ წევრს. იგი სულ ცოტა ხნის წინ შემოუერთდა ჩვენს თემს, თუმცა, თავისი გამორჩეული სტილითა და კრეატიული ფოტოსესიებით პირველივე დღიდან მიიპყრო ჩვენი ყურადღება. ფოტოები მისი პირველი ფირიდან ჩვენი ლაბის ნამდვილი აღმოჩენა გახდა და მას მერეც, George Van De Kamp არ წყვეტს ჩვენს გაოცებას. ჩვენი აზრით, ბევრისთვის ძალიან საინტერესო იქნებოდა, თუკი ამ უნიჭიერესი ფოტოგრაფის გამოცდილებებსა და რჩევებს მათაც გავუზიარებდით. ვფიქრობთ, ჩვენი ინტერვიუ მართლაც საინტერესო გამოვიდა, ასე რომ, აუცილებლად გაეცანით მას.
გამარჯობა გიორგი.როგორც ვიცით, შენ სულ ახლახანს დაიწყე ფირით გადაღება. რამ გადაგაწყვეტინა ეს და რა გზით მიხვედი ფირამდე?
– ყოველთვის მინდოდა ფირით გადაღება, რაღაც მაგიურ სამყაროდ წარმომედგინა. ერთ დღეს გავიღვიძე და მივხვდი რომ უკვე ძალიან მჭირდებოდა ყოველდღიური რუტინიდან ამოძრომა და სწორედ ფირი იყო ის, რაც გადამარჩენდა.
როგორც ციფრული კამერის ხშირი მომხმარებელი, რა განსხვავებას ხედავ მასა და ფირს შორის? გეხმარება თუ არა ძველი ცოდნა ფირის ახალი აღმოჩენების გაკეთებაში?
– ფირი ციფრული კამერისგან რადიკალურად განსხვავდება. ციფრული კამერა გემორჩილება, როგორც შენ გინდა ისე ხდება ყველაფერი, რაც უკვე მოვიბეზრე და იმხელა სიამოვნებას ვეღარ მანიჭებს როგორც ადრე. ფირთან სხვანაირადაა საქმე, ფირს ვერ დაიმორჩილებ, მას უნდა ემეგობრო. პირველი ადრენალინი იყო როცდესაც ინსტინქტურად დავხედე ფირის კამერას და შედეგი რომ ვერ დავინახე იმ მომენტში ცოტა დავიძაბე, მივხვდი რომ სანამ გამჟღავნდებოდა ვერ მოვისვენებდი. დიდი ხანია ასეთი ნერვიულობის შეგრძნება აღარ განმიცდია და ეს გრძნობა ფირმა დამიბრუნა. ცოდნა რა თქმა უნდა, ნაწილობრივ მეხმარება, მაგრამ მაინც სულ სხვა სპეციფიკაა, ვერ შევადარებ. ციფრულზე თუ ზუსტად ვიცი რას დავაკორექტირებ დამუშავებისას ,ფირზე ასე ვერ ვშვრები. ამ დროს ყველაფერი იდეალურად უნდა იყოს სეტზე.
ფოტო George Van De Camp-ის პირველი ფირიდან
არის ისეთი ფირი, რომელიც გამორჩეულად მოგწონს? თუკი ასეა, ძალია საინტერესო იქნებოდა შენგან, როგორც ფოტოგრაფისგან ამის მიზეზის მოსმენა.
– ვფიქრობ, მალე გადავალ მედიუმ ფორმატზე და ეგ სიამოვნება ჯერ წინ მელოდება, თუმცა, ახლა პორტრა 160 მაქვს ამოჩემებული, რაღაცნაირად ჩემია ვერ ვხსნი :))) თუმცა, ნელ-ნელა სხვა ფირებსაც ვცდი და საბოლოოდ ვიპოვი იდეალურ ვარიანტს.
გიორგი, შენ საკმაოდ ხშირად აღნიშნავ, რომ ფირით გადაღება შენთვის ამაღელვებელი და საინტერესო პროცესია. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფირით მალევე მოიხიბლე. რა არის ამის მთავარი მიზეზი და ხედავ თუ არა მომავალში საკუთარ თავს ფირის ფოტოგრაფიაში?
– ფირმა სულ სხვა შეგრძნებები აღმიძრა. მიზეზი მაინც ის არის, რომ არ იცი რა შედეგი იქნება და ის მოლოდინის შეგრძნება ძალიან მძაფრია :)) აუცილებლად გავაგრძელებ და ვეცდები სადამდეც შევძლებ კომერციად არ ვაქციო და ჩემი სიამოვნებისთვის გადავიღო.
და ბოლოს, გვინდა დამწყებ ფირის ფოტოგრაფებს ერთი-ორი საინტერესო რჩევა მისცე.
– ერთ რჩევას მივცემ, რომ მიიღონ სიამოვნება და რასაც გრძნობენ ის გადმოსცენ. ციფრული და კომერციული ფოტოგრაფიისაგან განსხვავებით, ფირის სამყარო უფრო კეთილია. აქ უფრო გულშემატკივრები არიან და არა კრიტიკოსები.
მადლობა გიორგი საინტერესო და გულწრფელი დიალოგისთვის. ჩვენი გუნდი წარმატებებს გისურვებს!
იწერთ თქვენი ფირის სკანებს, ათვალიერებთ ფოტოებს და უცებ ამჩნევთ, რომ მათ რაღაც უცნაური სჭირთ. ალბათ ეს არც თქვენთვისაა უცხო, თუმცა, არ იდარდოთ- ასეთი იმედგაცრუება ყოველ ჩვენგანს გამოუვლია, განსაკუთრებით კი ფირის სამყაროში პირველი ნაბიჯების გადადგმისას. ნუ შემოდებთ თქვენს კამერებს თაროებზე და მოგვეცით შანსი დაგეხმაროთ ამ შესაძლო პრობლემების თავიდან არიდებაში. ამ ბლოგში ჩვენ ვისაუბრებთ 8 ყველაზე გავრცელებულ […]
თუკი ჩვენს Instagram & Facebook გვერდებს ან ფირის ფოტოგრაფიის ჯგუფს თვალს ადევნებთ, უთუოდ შეამჩნევდით ფირის დიდი ოჯახის ახალ წევრს. იგი სულ ცოტა ხნის წინ შემოუერთდა ჩვენს თემს, თუმცა, თავისი გამორჩეული სტილითა და კრეატიული ფოტოსესიებით პირველივე დღიდან მიიპყრო ჩვენი ყურადღება. ფოტოები მისი პირველი ფირიდან ჩვენი ლაბის ნამდვილი აღმოჩენა გახდა და მას მერეც, George Van De Kamp […]
შემოდგომის დადგომასთან ერთად, გადავწყვიტეთ ჩვენს ყოველდღიურობაში გარკვეული სიახლეები შემოგვეტანა და ამით ფირით გადაღების პროცესი უფრო სახალისო და მრავალფეროვანი გაგვეხადა. ალბათ ჩვენი ინსტაგრამ სთორებიდან უკვე იცით Magnolia Fall Challenge-ის შესახებ, თუმცა, ამ ბლოგით ვეცდებით ეს ყველაფერი თქვენთვის უფრო ნათელი გავხადოთ. პირველ რიგში, დავიწყებთ იმით, რომ ჩვენს გამოწვევაში მონაწილეობა ძალიან მარტივია და ეს ყოველ თქვენგანს შეუძლია. ამისთვის […]
ინტერვიუ George Van De Kamp-თან