Cart

Cart

როგორ მივიღოთ ონლაინ მომსახურება მარტივად?

რაც არ უნდა სამწუხაროდ ჟღერდეს, პანდემიით გამოწვეული მდგომარეობის გამო კვლავ გვიწევს მივმართოთ ონლაინ საშუალებებს. ვფიქრობთ, რომ მომხმარებლებთან ურთიერთობის პროცესი უსაფრთხო უნდა იყოს როგორც მათთვის, ასევე ჩვენთვის. ჩვენ მოხარულნი ვიქნებით, თუკი ლაბში მოსვლის ნაცვლად ისარგებლებთ მიტანის სერვისით და ამ გზით მოგვაწვდით თქვენს ფირებს.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გინდათ ფირის შეძენა ან მისი ჩვენთან გამოგზავნა გასამჟღავნებლად და არ იცით როგორ მოიქცეთ, აუცილებლად წაიკითხეთ ჩვენი ბლოგი. Magnolia Film Lab – ის გუნდი ყველანაირად დაგეხმარებათ ამ პროცესის გამარტივებაში. ბლოგში ჩვენ რამდენიმე სასარგებლო რჩევას მოგცემთ, რომლებიც აუცილებლად დაგეხმარებათ ონლაინ სერვისით სარგებლობისას.

პირველ რიგში, ჩვენი გუნდი გირჩევთ გამოიყენოთ ისეთი პლატფორმა, როგორიცაა Glovo.

ამისათვის, საჭიროა ესტუმროთ ჩვენს ვებგვერდს და შეავსოთ თქვენთვის სასურველი ფირისთვის განკუთვნილი ფორმა ( ფერადი, შავ-თეთრი ან E6 ). ამის შემდეგ თქვენ მიიღებთ შეკვეთის ნომერს, რომელიც შეგიძლიათ ამოწეროთ ან ამობეჭდოთ ქვითრის სახით. შეკვეთის ნომერი აუცილებლად უნდა გამოგვიგზავნოთ თქვენს ფირთან ერთად. ჩვენ მას გავამჟღავნებთ, დავასკანირებთ და გამოგიგზავნით უკან.

თქვენ ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ თქვენი საყვარელი ფირი ონლაინ. ჩვენ მას გამოგიგზავნით ნებისმიერ ადგილას საქართველოს მასშტაბით. გაითვალისწინეთ, რომ გლოვოს სერვისი მოქმედებს მხოლოდ თბილისის მასშტაბით, სხვა დანარჩენ შემთხვევაში კი შეგიძლიათ გამოიყენოთ საქართველოს ფოსტის მომსახურება. თქვენ უბრალოდ უნდა აირჩიოთ ფირი, დაამატოთ კალათში და მიუთითოთ საქართველოს ფოსტა. ასევე მიუთითეთ ჩვენი მისამართი (ეგნატე ნინოშვილის ქუჩა ნ.8) და ტელეფონის ნომერი (+995 599 09 34 44).

მომსახურების საფასური ავტომატურად დაანგარიშდება. როგორც წესი, იგი შეადგენს 5-10 ლარს.

ვფირობთ, რომ ეს პროცესი საკმაოდ მარტივია, თუმცა, თუკი დამატებითი კითხვა გაგიჩნდათ ან ჩვენი დახმარება დაგჭირდათ ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დაგეხმაროთ. უბრალოდ მოგვწერეთ პირადი შეტყობინება ჩვენს ინსტაგრამსა და ფეისბუქზე.

Stay safe. Stay creative!

No Replies on

როგორ მივიღოთ ონლაინ მომსახურება მარტივად?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *