ფერადი ფირის გამჟღავნება/ სკანირება ერთ დღეზე ნაკლებ დროში. ყოველ ოთხშაბათს, -20% გამჟღავნება/სკანირებაზე

⭐ საახალწლო საჩუქრების გზამკვლევი




ავტორი: ელენე ბუნება

ფოტოგრაფიის მოყვარული მეგობრისთვის იდეალური საჩუქრის პოვნა საინტერესო მაგრამ ამავე დროს რთულიც შეიძლება იყოს, იმის გათვალისწინებით, რომ უამრავი პროდუქტი და აქსესუარია ხელმისაწვდომი.

ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, გასაკვირი არაა რომ წლებია ჩემი მეგობრებისთვის სწორედ ფოტოგრაფიასთან დაკავშირებულ საჩუქრებს ვარჩევ, ამიტომ გადავწყვიტე გამეკეთებინა მოკლე სია, რომელიც ჩემს საყვარელ პროდუქტებს აერთიანებს და რომლებიც ჩემს ადრესატებს გულწრფელად ახარებთ ხოლმე.

  1. Kodak Portra 400 – არ მეგულება ფირის ფოტოგრაფი, რომელსაც ეს ფირი არ უყვარს. პორტრა 400 საუკეთესოდ ითვლება და იმის გათვალისწინებით, რომ არც ისე ბიუჯეტურია და შეიძლება ხშირად ვერ ვყიდულობთ, ვფიქრობ არაჩვეულებრივ საჩუქრად გამოდგება “საიდუმლო სანტასგან”. 
  2. Kodak Disposable Camera – ერთჯერადი კამერა ჩვენი ყველა დროის ბესტსელერია.  ეს კამერა საკმაოდ ბიუჯეტურია, მასში მოთავსებულია ფირი 800 ISO-თი და მზადაა ნებისმიერ სიტუაციაში გამოყენებისთვის, მათ შორის ღამის წვეულებებზე. აი ასე, მარტივად. დამეთანხმებით რომ გამორჩეული საჩუქარია იმ მეგობრისთვის, რომელსაც უყვარს ფოტოების გადაღება, მაგრამ ჯერ არ აქვს ფირის კამერა.
  3. დიდი ხანი არაა, რაც ფოტოწიგნები დაგვემატა, ამიტომ ჯერ თავად არ გამიჩუქებია, მაგრამ მე ხშირად ვიღებ საჩუქრად ფოტოწიგნებს და უნდა გითხრათ საუკეთესო გრძობაა, როცა ჩემი წიგნების კოლექციას ინპირაციის ახალი წყარო ემატება. ამ ეტაპზე მყავს 3 რჩეული ავტორი და გაგიზიარებთ: Sebastião Salgado. Amazonia, The Polaroid Book, Spellbound By ARAKI.
  4. ბოლო დროს დავწრმუნდი, რომ POLAROID ყველას უყვარს და უნდა, ასე რომ, თუკი თქვენს მეგობარს პოლაროიდი არ აქვს, უკვე იცით ახალ წელს რა აჩუქოთ! 
  5. ვაღიარებ, სასაჩუქრე ბარათი ალბათ ყველაზე მარტივი გამოსავალია, მაგრამ ხანდახან იდეალური ვარიანტია თუკი ადრესატს უკვე აქვს ფირის კამერა და მეც იდეები ამოვწურე. ვიცი, რომ აუცილებლად გაახარებს, რადგან თავად შეძლებს სასურველი ფირების და სერვისების კომბინაციის შერჩევას მისივე ინტერესებისადნ გამომდინარე.
  6. ფირის SLR კამერა – ფირის კამერა კლასიკური დიზაინით ალბათ ყველასთვის საოცნებო საჩუქარია. დამწყები ფოტოგრაფებისათვის ხშირად ვარჩევ ისეთ მოდელებს რომლებსაც გადაღების ავტომატური ან ნახევრად ავტომატური რეჟიმები აქვს: მაგალითად Minolta x-370, Canon AE-1 program, Canon Eos Rebel…