Cart

Cart

3 ფოტოგრაფი, რომლებსაც ნამდვილად უნდა ადევნოთ თვალი 2021 წელს.

ჩვენთვის ძალიან საამაყოა ის ფაქტი, რომ ჩვენი ფირის საზოგადოება სავსეა უნიჭიერესი და პროფესიონალი ფოტოგრაფებით. ეს ის ხალხია, რომელიც მუდამ მზადაა ახალი აღმოჩენებისა და განვითარებისთვის. ყოველდღიურად ლაბში უამრავი ფოტოგრაფის ნამუშევრებს ვხედავთ, რის გამოც რთულია ვერ შეამჩნიო თუ როგორ იხვეწება თითოეული მათგანი ყოველი ახალი ფირის გადაღებისას.

These are the 3 up and coming film photographers you need to keep an eye on in 2021.

ლილე რევიშვილი

როდესაც ლილეზე ვსაუბრობთ, პირველი რაც გვახსენდება არის საოცარი ხედვა, რომლითაც იგი ნამდვილად გამოირჩევა. ასევე უდავო ნიჭი იმისა, რომ ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალებით, ადგილებითა თუ ნივთებით ულამაზესი კომპოზიცია ააწყოს.

ლილე სულ მცირე ხანია რაც ფირის ოჯახს შემოუერთდა და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველივე ფირებით სიტყვების გარეშე დაგვტოვა.

მის ფირებს ყოველთვის აქვს თავისი ხელწერა, განსაკუთრებით კი საოცარი ფერები. ბიუჯეტური, არაპროფესიონალური ფირებიდანაც კი ლილეს შეუძლია მიიღოს უნიკალური ტონები. ალბათ, სწორედ ამიტომ გვიყვარს ასე ძალიან მისი ფირების დასკანირება.

ალექსანდრე ყიფიანი

ლილეს მსგავსად, ალექსანდრეც სულ მცირე ხნის წინ შემოუერთდა ჩვენს გუნდს და მალევე შეგვაყვარა თავი თავისი ფოტოებით. მისი პორტრეტები ყოველთვის სავსეა ემოციებითა და გრძნობებით, რისი მიღწევაც საკმაოდ რთულია გამოცდილი ფოტოგრაფებისთვისაც კი.

თუმცა, ეს ფოტოგრაფი ჩვენთვის მხოლოდ ლამაზ პორტრეტებთან ნამდვილად არ ასოცირდება. განათება კიდევ ერთი ფაქტორია, რის გამოც ძალიან გვიყვარს სანდროს ფოტოები. მას იდეალურად გამოსდის როგორც ბუნებრივი, ისე ხელოვნური განათების გამოყენება და შუქ-ჩრდილებით თამაში.

მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არის ფოტოგრაფი, რომელის ყოველი ფირი ჩვენთვის ახალი თავგადასავალია, რის გამოც მის ნეგატივებზე მუშაობა არასდროს გვწყინდება.

გიორგი ზათიაშვილი

გიორგი უნიჭიერესი ფოტოგრაფია, რომელიც არასდროს წყვეტს ჩვენს გაოცებას თავისი მედიუმ ფოტმატის ფირებით. თუკი ურბანული ფოტოგრაფიის მოყვარული ხართ, აუცილებლად უნდა გაეცნოთ მის ნამუშევრებს. გპირდებით, რომ იმედგაცრუებულნი ნამდვილად არ დარჩებით.

ნაზი ტონები და რბილი განათება, შესანიშნავი ხედვა და სწორი მომენტის დაჭერის უნარი ის ფაქტორებია, რის გამოც იგი ასე ლამაზად ახერხებს ყოველდღიური ცხოვრების გადატანას ფირზე.

მეტი ინსპირაციისთვის აუცილებლად ეწვიეთ მის ინსტაგრამ გვერდს.

მთელი გულით გიხდით მადლობას ჩვენი დიდი ოჯახის ყოველ წევრს იმ ნდობისა და სითბოსთვის, რომელსაც ყოველდე გვჩუქნით. გვინდა გახსოვდეთ, რომ ყოველი თქვენგანის შრომა და ნამუშევრები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ფასდაუდებელია.

ჩვენი ყველაზე დიდი რჩევაა არასდროს დანებდეთ საწყისი სირთულების გამო და პირიქით, მუდამ იფიქროთ საკუთარი ფოტოგრაფიული უნარების განვითარებაზე. ყოველ ჩვენგანს ჰქონია პირველი ფირი ჩაბნელებული და ფოკუსიდან “ამოვარდნილი” კადრებით. ჩვენ კი აქ სწორედ იმისთვის ვართ, რომ დაგეხმაროთ ფირის ფოტოგრაფიის უსასრულოდ საინტერესო გზაზე სიარულში.

სიყვარულით- Magnolia Film Lab! 🤍

No Replies on

3 ფოტოგრაფი, რომლებსაც ნამდვილად უნდა ადევნოთ თვალი 2021 წელს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *