მიუხედავად იმისა, რომ ფირით გადაღება მთელი წლის განმავლობაში ჩვენი საყვარელი საქმიანობაა, შემოდგომა მაინც უდავოდ გამორჩეული სეზონია ამისთვის. შემოდგომა არაა მხოლოდ ცხელი შოკოლადი ან ლატე. ეს არის სეზონი ახალი სტილისა და ფერთა ცვლილებისთვის – თუკი ამას ცოტაოდენ ფოტოგრაფიასაც დაამატებთ, მიიღებთ შესანიშნავ რეცეპტს, რომელიც თქვენს ფოტოებს სიმყუდროვესა და სითბოს შესძენს. ჩვენს ბლოგში თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ იმ 5 მიზეზს, რის გამოც ფირით გადაღება ყველაზე მეტად შემოდგომის დროს გვიყვარს.
1. შემოდგომის ფერები
ყველამ ვიცით, თუ რამდენად ლამაზია შემოდგომა ლანდშაფტების გადასაღებად, თუმცა, ჩვენთვის მისი განსაკუთრებულობა ფოტოსთვის იმ ფერების შემატებაში მდგომარეობს, რომლითაც მას სრულყოფილს ხდის. ზოგიერთი ჩვენი საყვარელი ფოტოგრაფი, ისეთი როგორიცაა მარიამ სიჭინავა, სწორედ ბუნებრივ გარემოს იყენებს პორტრეტების გადასაღებად და პროფესიონალურად აზავებს საგნისა და შემოდგომის თბილ ტონებს.
ზაფხული ხშირად მინიმალიზმთან ასოცრიდება, შემოდგომა კი ის პერიოდია, როდესაც ფოტოებში ჭარბობს თბილი წითელი, ნაზი სტაფილოსფერი და ნათელი ყვითელი ფერები. ჩვენთვის ნამდვილად საოცარია, თუ როგორ შეუძლია Portra 400-ს ამ თბილი ფერების გამოკვეთა, თუმცა, არანაკლებ აღსანიშნავია ტრანსფარენტული ფირის მკვეთრი ფერებიც.
2. საშემოდგომო სამოსი
ზაფხულის მიწურვასთან ერთად დრო დადგა ჩვენს გარდერობში ცვლილებები შევიტანოთ. შემოდგომა მეტად ამაღელვებელი და საინტერესო პერიოდია ფოტოგრაფებისთვის, რომლებიც მზად არიან საზაფხულო კოსტუმები და მაისურები რაღაც ახლით ჩაანაცვლონ. შემოდგომის ფერები საშუალებას გვაძლევს მარტივად შევუხამოთ გარემოს ჩვენს კარადაში მიმალული სამოსი. ლუიზა ჩალათაშვილის სტილი ჩვენთვის ყოველთვის წარმოადგენს ინსპირაციის წყაროს. იხილეთ მისი ინსტაგრამი მეტი კრეატიული იდეისათის.
შემოდგომის ფოტოგრაფიისთვის ჩვენ ვირჩვთ Portra 160-სა და Kodak Gold 200-ს. იხილეთ საინტერესო სერია Pinterest-ზე უახლესი საშემოდგომო მოდისათვის, რომელიც დაგეხმარებათ შემდეგ გადაღებებზე.
3. ბუნებრივი განათება
თქვენც იზიარებთ ჩვენს აზრს, რომ შემოდგომა საუკეთესო დროა დასამახსოვრებელი მომენტებისა და თვალწარმტაცი ლანდშაფტების გადასაღებად? Kodak Ektar 100 და Kodak Ektachrome ჩვენთვის გამორჩეულად საყვარელი ფირებია საშემოდგომო ლანდშაფტებისა და ნაზი განათების გადასაღებად. Alex Burke ერთ-ერთი ჩვენი ფავორიტი ფოტოგრაფია. ამერიკის მთიან ლანდშაფტებზე მუშაობისას მას შესანიშნავად გამოსდის ამ სეზონის თავისებურებების ფირზე აღბეჭდვა.
4. ექსცენტრული კოსტუმები
მხოლოდ ჰელოუინი არ არის ის დრო, რომელიც კოსტუმებთან გვაბრუნებს. ხშირად ცივი ამინდი ფოტოგრაფებს ქუჩიდან თავიანთ სტუდიებში გადანაცვლებისკენ უბიძგებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მოგვწონს ბუნებრივი განათება და გარე გადაღებები, სტუდიურ პროექტებშიც არის რაღაც გამორჩეულად საინტერესო. განსაკუთრებით მაშინ, თუკი ყველაფერ ამას შესანიშნავი სამოსი და კრეატიული იდეებიც ემატება. ჯაბა ქურთიშვილის ეს ფოტო ამის ძალიან კარგი მაგალითია.
5. მოულოდნელობებით აღსავსე ამინდი
შემოდგომისას ამინდი წამის მეათასედშიც კი შეიძლება შეიცვალოს. ზაფხულის გრძელი მზიანი და ნათელი დღეების შემდეგ, ჩვენში აღტაცებას იწვევს ის სასიხარულო მოულოდნელობები, რომლებიც შემოდგომას ახლავს თან. ნისლიანი რიჟრაჟებიდან სუსხიან საღამოებამდე, რთულია უკეთესი მომენტის შერჩევა გადაღებისათის. უბრალოდ გადით ბუნებაში და მიეცით მას საშუალება თავად შექმნას თვალწარმტაცი კომპოზიციები.
რომელია თქვენი საყვარელი სეზონი ფირის ფოტოგრაფიისთვის? გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში. მადლობას გიხდით იმისათვის, რომ გაეცანით სტატიას. მონაწილეობა მიიღეთ ჩვენს საშემოდგომო ჩელენჯში #MagnoliaLovesFall , რათა გქონდეთ შანსი მოიგოთ ვორქშოფი ჩვენს დარქრუმში დაბეჭდვაზე ან საყვარელი ფირი. მეტი ინფორმაციისთვის გამოგვყევით ჩვენს ინსტაგრამ გვერდზე.
5 მიზეზი იმისა, თუ რატომ არის შემოდგომა საუკეთესო პერიოდი ფირის ფოტოგრაფიისათვის