ფერადი ფირის გამჟღავნება/ სკანირება ერთ დღეზე ნაკლებ დროში.

English – ქართული ფოტოგრაფიის ლექსიკონი

ობიექტივში არსებული მექანიკური მოწყობილობაა, რომელიც ცვლის ობიექტივში
შემავალი სინათლის რაოდენობას.

პარამეტრის პროპორცია არის ტერმინი, რომელიც გამოხატავს სურათის ზომებს
(სიგრძე, სიმაღლე) შორის პროპორციულ თანაფარდობას. სურათის პარამეტრის
პროპორცია განისაზღვრება კამერის სენსორით. დღესდღეობით ყველაზე
პოპულარული პარამეტრის პროპორციაა 3:2 -თან, რომელიც უკვე დიდიხანია
სტანდარტია 35მმ კამერებისათვის.

ორგანული განათება ნიშნავს განათებას, რომელიც არსებობს გადასაღებ სცენაში
ბუნებრივი შუქის სახით, ხელოვნური განათების დამატების გარეშე.

ბოკე განიმარტება როგორც ეფექტი, რომელიც გულისხმობს ფოტოზე ფოკუსის
გარეთ არსებული ფონის რბილ დაბინდვას, რომელიც მიიღწევა სწრაფი ლინზის
დიაფრაგმის ფართო გაღებით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბოკე არის ფოკუსის
გარეთ არსებული სივრცის ესთეტიურად დაბინდვა.

ბლარი ის ეფექტია, რომელიც ფოტოზე გადასაღები ობიექტის ან
თვითონ კამერის მოძრაობისას აისახება ფოტოს ექსპოზიციის დროს. ასეთი ეფექტი მიიღწევა
გადაღებისას დაბალი ჩამკეტის სიჩქარის გამოყენებისას.

ფირის განსაზღვრული მგრძნობელობა, არის ფირის ის მგრძნობელობა (ISO)
რომელსაც მწარმოებელი უწევს რეკომენდაციას სწორი ექსპოზიციის მისაღებად.

გამოსახულების ყველაზე ბნელ და ყველაზე კაშკაშა ზონებს შორის დიაპაზონი.
კონტრასტი შეიძლება იყოს დაბალი ან მაღალი.

ფერთა ცვლა არის ზოგადი ტერმინი არასწორი ფერების რენდირების გადმოსაცემად.
მარტივად რომ ვთქვათ, თქვენ გაქვთ ფერთა ცვლა, როდესაც ნეგატივზე აღბეჭდილი
ფერი არ შეესაბამება სინათლის იმ წყაროს ფერის ტემპერატურას, რომელიც
თქვენს მიერ გადაღებულ ობიექტს ანათებს.

სამომხმარებლო კლასის ფირები, როგორც წესი, ადვილად ხელმისაწვდომი და
შედარებით დაბალ ფასიანი ფირებია, ვიდრე პროფესიონალური. ამ კლასის ფირები
კარგი ვარიანტია მათთვის, ვისაც ფირის ფოტოგრაფიის დაწყება სურს, თუმცა მათ
იყენებენ აგრეთვე პროფესიონალები, თავიანთ პროექტებზე სამუშაოდაც.

სიმკვეთრის სიღრმე ძირითადად განიმარტება, როგორც მისაღები სიმკვეთრის ზონა,
როდესაც ობიექტი იმყოფება ფოკუსში. სიმკვეთრის სიღრმეზე მოქმედებს სამი
ძირითადი ფაქტორი: დიაფრაგმა, მანძილი კამერასა და გადასაღებ ობიექტს შორის
და კამერის ფოკალური სიგრძე.

დღის შუქზე დაბალანსებული ფირი ეწოდება ფირს, რომელიც დაბალანსებულია
5500 გრადუს კელვინზე. ამ ტიპის ფირების გამოყენება რეკომენდირებულია დღის
შუქის ან ბლიცის (ფლეშის) პირობებში რაც საშუალებას გვაძლევს, მივიღოთ უფრო
ზუსტი ფერები. იდეალური პერიოდი მთელი სპექტრი ფერების აღსაქმელად
ფირისთვის არი მზის ამოსვლიდან 2 საათის შემდეგ და მზის ჩასვლამდე 2 საათით
ადრე.

კამერის დინამიური დიაპაზონი არის კამერის შესაძლებლობა, შეინახოს ინფორმაცია
ფოტოს ყველაზე ნათელ და ბნელ ტონებში ექსპოზიციის გადანათების ან
ჩაბნელების შემთხვევაში.

Darkroom-ი არის ოთახი, რომელიც სურვილისამებრ შესაძლებელია მთლიანად ბნელი
იყოს, რათა შევძლოთ შუქზე მგრძნობიარე ფოტოგრაფიული მასალების გამოყენება –
მაგალითად, ფირის გამჟღავნება ან ფოტოს დაბეჭდვა.

ორმაგი ექსპოზიცია არის ორი სურათის ერთობლიობა ერთში, სადაც ერთი
გამოსახულება მოქცეულია მეორე გამოსახულების ქვეშ, ისე რომ ორივე
გამოსახულება თვალისათვის შესამჩნევი იყოს. ფირის ფოტოგრაფიაში ორმაგი
ექსპოზიცია მიიღწევა ერთი კადრის ორჯერ გადაღებით, რის შედეგადაც ერთი
სურათი მეორეზეა გამოსახული.

ფოტოგრაფიაში ექსპოზიცია არის სინათლის ოდენობა ერთეულის ფართობზე,
რომელიც აღწევს ფოტოგრაფიულ ფირზე ან კამერის სენსორზე. ექსპოზიციაზე
ზემოქმედებს ჩამკეტის სიჩქარე, დიაფრაგმა და ფირის, სენსორის შუქმგრძნობელობა.

ობიექტივის ფოკალური სიგრძე არის მანძილი ობიქტივსა და კამერის სენსორს
შორის მაშინ, როდესაც ობიექტი ფოკუსშია. ობიექტივზე ის ასახულია მილიმეტრებში და
გვაწვდის ინფორმაციას ობიექტივის მახასიათებლებზე, როგორიცაა: ხედვის კუთხე
და მაგნიფიკაცია.

ექსპოზიციის განედი გვიჩვენებს თუ რამდენად ნაკლები და ჭარბი ექსპოზიციის
ატანა შეუძლია ფირს ისე, რომ გამოსახულების ყველაზე ბნელ და ნათელ ადგილებში
შევინარჩუნოთ ინფორმაცია.

წერტილი,რომელშიც სხივები იკრიბება და ყველაზე მკაფიო გამოსახულებას
წარმოქმნის.

ფირის ფორმატი არის სტანდარტული მახასიათებელი, რომელიც ეხება
ფოტოგრაფიულ ფირზე გამოსახულების გადაღებას. ფირის მთავარი
მახასიათებელია მისი ზომა და ფორმა. ყველაზე გავრცელებული ფირის ფორმატებია
135მმ – იგივე 35მმ-იანი ფირი, 120 – ცნობილი როგორც საშუალო ფორმატის ფირი,
110 მილიმეტრიანი და ასე შემდეგ.

ბლიცი არის ხელსაწყო ფოტოგრაფიაში, რომელიც გამოიყენება ხელოვნური შუქის
წარმოსაქმნელად ( წამის 1/1000 დან 1/200 ჩათვლით) დაახლოებით 5500 კელვინის
ტემპერატურაზე. მისი მთავარი მიზანია კომპოზიციაში ბნელი ადგილის განათება.

ფირის შემთხვევაში ხმაური (grain) აღნიშნავს ფოტოს, რომელსაც პატარა
დამარცვლული ტექსტურა აქვს. ხმაური ფოტოზე შეიძლება გამოიწვიოს გადაღების
პროცესში სინათლის ნაკლებობამ ან ფირის გამჟღავნებამ.

ჰისტოგრამა არის სურათზე ასახული ტონების გრაფიკული
გამოსახულება. ის გვიჩვენებს ფერების ტონების რაოდენობა,ს დაწყებული ფოტოს
ყველაზე ბნელი შავი ნაწილიდან (0% სინათლე) , ყველაზე ნათელ თეთრ ნაწილამდე
(100%).

გამოსახულების ყველაზე კაშკაშა ან ნათელი ნაწილი.

ISO გვიჩვენებს, თუ რამდენად მგრძნობიარეა ფირი შუქთან მიმართებაში.
შუქმგრძნობელობა იზომება რიცხვებით ( 100, 200, 400…), რაც უფრო დაბალია
რიცხვი – მით უფრო ნაკლებია მისი მგრძნობელობა.

საზომი ერთეული, რომელიც ფერის ტემპერატურის გასაზომად გამოიყენება.

ექსპონომეტრი არის მოწყობილობა, რომელიც ზომავს სინათლეს და ზუსტ ექსპოზიციას
გვაძლევს.

გრძელი ექსპოზიცია გულისხმობს კამერაში დაბალი ჩამკეტის სიჩქარის (Shutter
Speed) გამოყენებას, რათა მკვეთრად დავაფიქსიროთ უმოძრაო ობიექტეები, ხოლო
მოძრავი ობიექტები სურათზე ავსახოთ, როგორც დაბინდული და გაჟღენთილი.

ოვერექსპოზიცია ნიშნავს კამერაში პარამეტრების ისე დაყენებას, რომ
რეკომენდირებულზე მეტი შუქი მოხვდეს ფირს, რაც გამოიწვევს ფოტოს
გადანათებას.

ფირის ფუშინგი ნიშნავს ფირზე რეკომენდირებულზე უფრო ნაკლები შუქის
მოხვედრას (underexposure), თუმცა ამავდროულად ფირის გამჟღავნების დროის
გაზრდას, რათა მოხდეს დაკარგული ექსპოზიციის კომპენსაცია.

ფირის ფული ნიშნავს ფირზე რეკომენდირებულზე უფრო მეტი შუქის მოხვედრას
(overexposure), თუმცა ამავდროულად ფირის გამჟღავნების დროის შემცირებას, რათა
ასევე მოხდეს ჭარბი ექსპოზიციის კომპენსირება.

ფოტოგრაფიაში ტერმინი სატურაცია აღწერს სურათის შიგნით არსებული ფერის
სიღრმეს და ინტენსივობას. რაც უფრო მაღალია ფოტოში სატურაცია, მით უფრო
ცოცხალი ფერებია ფოტოზე, ხოლო დაბალი სატურაციის მქონე ფოტოზე ფერები
უფრო გახუნებული და მკვდარია.

მკვეთრი, მკაფიო სურათი ფოტოგრაფიაში ნიშნავს ფოტოს, სადაც ობიექტი
მაქსიმალურად იმყოფება ფოკუსში, გააჩნია მკვეთრი ხაზები და მკაფიო დეტალები
და არ ესახება დაბინდვა (blur). ეს ყველაფერი მიიღწევა ზუსტი ფოკუსის,
სტატიკური კამერისა და ლინზის თვისებების კომბინაციით.

ჩამკეტი არის კამერის მექანიზმი. დროს, რომლის განმავლობაშიც ჩამკეტი ღია,ა გადაღების
სიჩქარე ეწოდება. ამ დროის განმავლობაში ხდება სენსორის დასხივება სინათლით.

Tungsten balanced film არის ფირი, რომელიც გვაძლევს საშუალებას, გადავიღოთ უფრო
ზუსტი ფერები ხელოვნური განათების პირობებში. ასეთ ფირებს დღის შუქზე
დაბალანსებულ ფირებთან შედარებით, უფრო დაბალი ფერის ტემპერატურა გააჩნია
(3200 კელვინი).

ანდერექსპოზიცია ნიშნავს კამერაზე პარამეტრების ისე დაყენებას, რომ
რეკომენდირებულზე უფრო ნაკლები შუქი მოხვდეს ფირს, რაც თავისთავად ფოტოს
ჩამუქებას გამოიწვევს.

კამერის ოპტიკური სისტემა, რომლითც გადასაღებ სცენას ვაკვირდებით.

თეთრის ბალანსი კამერის ფუნქციაა,რომელიც ზომავს ფერის ტემპერატურას. ის
გამოიყენება, რათა ფოტოზე გამოსახული ფერები მოერგოს იმ სინათლის წყაროს,
რომელსაც კონკრეტულ მომენტში ვიღებთ, სხვანაირად რომ ვთქვათ, თეთრი ფერი სურათზე
გამოისახოს, როგორც თეთრი.