Your basket is currently empty!

110 ფორმატი (16მმ ფირი) პირველად 70-იან წლებში გამოჩდა. ფორმატმა სწრაფად მოიპოვა პოპულარობა, რადგან მომხმარებლებს მოეწონათ ასეთი კამერების კომპაქტურობა, ვიზუალი და სიმარტივე: გახსენი კამერა, ჩასვი ფირი, დახურე – შეგიძლია გადაიღო. გადაღების შემდეგ არ გჭირდება ზედმეტი ფიქრი – მარტივად ამოიღე ფირი და გადაეცი გასამჟღავნებლად.
110 ფორმატის ფირზე სრულიად სხვანაირი ფოტოები გამოდის. როდესაც ჩემი kodak pocket instamatic 10 ვიყიდე, არ მეგონა, რომ ასეთი მარტივი აგებულების ფოტოკამერით ასეთი საინტერესო და ორიგინალური ფოტოების გადაღება შეიძლებოდა. როდესაც “მაგნოლიაში”მოვედი, ფირები გამიმჟღავნეს ძალიან გახარებული და გაოცებული ვიყავი რომ ფოტოები ასეთი ორიგინალური და კარგი გამოვიდა. ერთადერთი მინუსი რაც 110 ფორმატის კამერებს აქვთ, არის დიდი რაოდენობით შუქის მოთხოვნილება. მაგრამ ეს პრობლემა გადაჭრადია რამდენიმე გზით: ფოტოების უმეტესობა მზიან ამინდში გადაიღეთ, შეიძინეთ ფოტოკამერა, რომელსაც უკვე აქვს ჩამონტაჟებული “ფლეში”, ან მოიპოვეთ ე.წ. “ჯადოსნური კუბები” (Magic Cubes) რომელიც თქვენს პატარა 110-ს ზემოდან უმაგრდება და “ფლეშად” გამოიყენება.
თუ ფოტოგრაფია გიყვართ, ალბათ, ის მომენტი თქვენთვის კარგად ნაცნობია როდესაც ფირი კამერაში გქონათ მოთავსებული და ამ დროს ფოტოკამერის უკანა ნაწილი შემთხვევით გაგეხსნათ ან თქვენს რომელიმე ცნობისმოყვარე მეგობარს გაუხსნია რის შედეგადაც კადრი გაფუჭებულა. 110 ფორმატში ასეთი პრობლემა არ გექნებათ, რადგან ფირი დაცულია კარტრიჯში, რომელიც ერთი მარტივი მოძრაობით უნდა ჩასვა ფოტოკამერაში და შემდეგ , რამდენჯერაც გინდა, იმდენჯერ შეგიძლია გახსნა. ამიტომ, თუ სხვადასხვა ფერისა და iso-ს (იგივე შუქმგრძნობელობის) მქონე ფირი გაქვს შეგიძლია ნებისმიერ დროს შეცვალო.
თუგინდა რაიმე კომპაქტური და არ გინდა ყოველ კადრზე აყენო სხვადასხვა პარამეტრები და ინერვიულო ფოკუსშია თუ არა რასაც იღებ, ან უბრალოდ გიყვარს იშვიათი ნივთები, 110 ფორმატის ფირის კამერა იდეალურია. ამასთან კამერის საინტერესო ვიზუალის გამო ისეთი ადამიანიც შეიძლება დაგთანხმდეს ფოტოს გადაღებაზე, რომელსაც კადრში მოხვედრა სძულს.
დროთა განმავლობაში, ფოტოგრაფიის განვითარებასთან ერთად ხალხმა მიივიწყა 110, მაგრამ, როდესაც ექსპერიმენტების მოყვარულმა ფოტოგრაფებმა ისევ გამოიჩინეს ინტერესი პატარა ნეგატივების მიმართ.
რამდენიმე წლის წინ, კომპანიამ Lomography გადაწყვიტა 110 ფირისთვის ახალი სიცოცხლე მიეცა და გამოუშვეს ახალი ფირები: Color Tiger, Lomochrome Purple, Lomochrome Turquoise, Lomochrome Metropolis, B&W Orca, Lobster Redscale… ყველა ეს ფირი “მაგნოლიას” თაროებზე დაგხვდებათ. მე ჯერ–ჯერობით მხოლოდ Lomography Tiger CN200 გამოვიყენე და ნამდვილად კმაყოფილი ვარ, მალე დანარჩენებსაც ვცდი.
ფოტო გადიდების სერიებით, ვეცდებით სხვადასხვა ნეგატივის მაგალითზე მიმოვიხილოთ ის გზა, რაც უნდა გავიაროთ სასურველი გამოსახულების მისაღებად. პირველ ვიდეოში ფოთლის მაგალითზე
🎞️ Kodak Portra 400 Olympus mju ესპანეთში ხუთი წელია ვცხოვრობ, მაგრამ მხოლოდ წელს შევძელი ეს ულამაზესი კუნძული დამეთვალიერებინა. თამამად ვიტყვი,
“გადაღება 2020 წელს დავიწყე ფირის კამერით. ვინაიდან მანამდე არც ციფრულთან არ მქონდა შეხება, ყველაფრის სწავლა ფირზე მომიწია. იმ ფაქტმა, რომ
“როცა მარტო მოგზაურობ, ფიქრისთვის საკმარისად ბევრი დრო გრჩება. დაჯდები სადმე, გადმოალაგებ საფიქრალს და მერე მზესუმზირასავით აკნატუნებ.
მარტო მოგზაურობას არაფერი მირჩევნია დედამიწაზე.”
Aperture – დიაფრაგმა ობიექტივში არსებული მექანიკური მოწყობილობაა, რომელიც ცვლის ობიექტივშიშემავალი სინათლის რაოდენობას. Aspect Ratio –
110 ფორმატი (16მმ ფირი) პირველად 70-იან წლებში გამოჩდა. ფორმატმა სწრაფად მოიპოვა პოპულარობა, რადგან მომხმარებლებს მოეწონათ ასეთი კამერების კომპაქტურობა, ვიზუალი და სიმარტივე: გახსენი კამერა, ჩასვი ფირი, დახურე – შეგიძლია გადაიღო.
დღეისათვის ბაზარზე რამოდენიმე ტიპის ფირი არსებობს. შავ-თეთრი ნეგატივი/პოზიტივი, ფერადი ნეგატივი (C-41 პროცესი) და ფერადი პოზიტივი (E6 პროცესი). შესაბამისად, მხოლოდ იგივე რაოდენობის გამჟღავნების პროცესია ხელმისაწვდომი.
ILFORD-ი ჩვენს რეალობაში ყველაზე დიდი კომპანიაა სპეციალიზებული შავ-თეთრი ფირის წარმოებაში. იგი 1960 წლიდან გთავაზობთ შავ-თეთრი ფირების ფართო არჩევანს. სხვადასხვა ტიპისა და ხასიათის მქონე ფირებთან ერთად…