Cart

Cart

Magnolia Film Lab-ის საშემოდგომო გამოწვევა

შემოდგომის დადგომასთან ერთად, გადავწყვიტეთ ჩვენს ყოველდღიურობაში გარკვეული სიახლეები შემოგვეტანა და ამით ფირით გადაღების პროცესი უფრო სახალისო და მრავალფეროვანი გაგვეხადა. ალბათ ჩვენი ინსტაგრამ სთორებიდან უკვე იცით Magnolia Fall Challenge-ის შესახებ, თუმცა, ამ ბლოგით ვეცდებით ეს ყველაფერი თქვენთვის უფრო ნათელი გავხადოთ.

პირველ რიგში, დავიწყებთ იმით, რომ ჩვენს გამოწვევაში მონაწილეობა ძალიან მარტივია და ეს ყოველ თქვენგანს შეუძლია. ამისთვის მხოლოდ ის არის საჭირო, რომ თქვენი ფოტოები ჩვენ მიერ არჩეულ ორ თემას შეესაბამებოდეს. ესენია: “თბილი სვიტრი და მყუდრო გარემო” (ფერადი) და “ხანგძლივი სუსხიანი გასეირნება” (შავ-თეთრი).

როდის სრულდება ჩელენჯი?

თქვენთვის ძალიან კარგი ამბავი გვაქვს. ჩვენმა გუნდმა გადაწყვიტა ჩელენჯი გაეხანგძლივებინა, რათა ყოველმა თქვენგანმა მოასწროს სასურველი კადრების ფირზე აღბეჭდვა. ჩელენჯში მონაწილე ფირები ლაბში 13 ნოემბრის 20:00 საათამდე უნდა დატოვოთ. ჩვენ მათ გარკვეულ ვადაში გავამჟღავნებთ/დავასკანირებთ და გამოგიგზავნით. აქვე კიდევ ერთ სასიხარულო ამბავს გაცნობებთ- ამ პროცესზე თქვენ მიიღებთ 20%-იან ფასდაკლებას. ფოტოების ატვირთვის საბოლოო ვადაა 17 ნოემბერი 18:00 სთ.

როგორ მოხდება გამარჯვებულების არჩევა?

Magnolia Fall Challenge-ს 3 გამარჯვებული ეყოლება. ჩვენი გუნდი აირჩევს 2 გამარჯვებულს (ერთს ფერადი, ხოლო მეორეს შავ-თეთრი თემიდან), თქვენ კი საშუალება გექნებათ აირჩიოთ მესამე გამარჯვებული ხმის მიცემის პრინციპით. ხმის მიცემა შესაძლებელი იქნება 17 ნოემბრის 18:00 საათიდან 18 ნოემბრის 00:00 საათამდე. გამარჯვებულებს 19 ნოემბერს გამოვაცხადებთ.

რა იქნებოდა Magnolia Fall Challenge სიურპრიზების გარეშე?

ზოგმა ალბათ უკვე იცით, თუმცა, ვინც ჯერ არ იცის შეგახსენებთ ჩვენ მიერ მომზადებული სიურპრიზის შესახებ. გამოწვევაში გამარჯვებული სამივე მონაწილე მიიღებს უფასო ვორქშოპს ჩვენს დარქრუმში და შეძლებს დაბეჭდოს საყვარელი ფოტო.

ჩელენჯის დეტალებს მუდმივად მიიღებთ ჩვენი ინსტაგრამ სთორებიდან. დამატებითი კითხვების შემთხვევაში კი ჩვენი გუნდი ყოველთვის მზადაა დაგეხმაროთ.

იმედი გვაქვს, რომ ჩვენი საშემოდგომო გამოწვევა ყველასათვის საინტერესო იქნება და მასში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებთ. გავიხალისოთ შემოდგომა და გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილებები.

Stay Creative!

No Replies on

Magnolia Film Lab-ის საშემოდგომო გამოწვევა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *