ფერადი ფირის გამჟღავნება/ სკანირება ერთ დღეზე ნაკლებ დროში. ყოველ ოთხშაბათს, -20% გამჟღავნება/სკანირებაზე
ქართული პლაკატი. მარიამ გაჩეჩილაძე

70.00

Out of stock

ქართული პლაკატი. მარიამ გაჩეჩილაძე

Category

მარიამ გაჩეჩილაძე

გვერდები: 344

ფორმატი: 20×20

გამოცემის თარიღი: 2023

ყდა: მაგარი

ფასი: 70

წიგნი წარმოგვიდგენს ქართული პლაკატის ხელოვნების ჩასახვისა და განვითარების ისტორიას XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან XX საუკუნის დასასრულამდე. გამოცემა გვაცნობს როგორც პოლიტიკურ და სარეკლამო ხასიათის პლაკატებს, ისე კინოფილმების, თეატრისა და სხვა ტიპის წარმოდგენებისთვის შესრულებულ აფიშებს.
გრაფიკის ამ მონუმენტური სახეობის ისტორიულ ჭრილში განხილვა ნათლად გვიჩვენებს, თუ როგორ აირეკლება მასში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების ამსახველი ისტორიულ-კულტურული მოვლენები.
უხვად ილუსტრირებული გამოცემის გაცნობა საკმარისია იმისათვის, რათა ცხადად დავინახოთ პლაკატის როლი ჩვენს ცხოვრებაში. ამ წიგნის დახმარებით აშკარა ხდება გრაფიკული ხელოვნების ამ ერთ-ერთი წამყვანი დარგის ადამიანზე ზემოქმედების ძალა, ასევე ის, თუ პოლიტიკური ვითარების შესაბამისად რაოდენ მძლავრ იარაღს წარმოადგენდა პლაკატი მასების „დასამოძღვრად“ და სამართავად.
სარეკლამო ხელოვნებას ათწლეულების განმავლობაში გამორჩეული მხატვარ-გრაფიკოსები ემსახურებოდნენ. თითოეულმა მათგანმა საკუთარი შემოქმედებით, ინდივიდუალური ხელწერითა და ინოვაციური მიდგომებით გრაფიკის ამ მიმართულების განვითარებაში განუსაზღვრელი წვლილი შეიტანა.

მსგავსი პროდუქცია