P30 არის ახალი წარმოების, ძველებური ქიმიის ტექნოლოგიით დამზადებული, გათანამედროვებული კინოფირი, რომლის ფორმულაც მე-20 საუკუნის კინოს გადასაღებად გამოიყენებოდა. ფირს აქვს მაღალი ვერცხლის შემცველობა, რაც განაპირობებს მძაფრ კონტრასტს და თითქმის შეუმჩნეველ მარცვალს. ფირს აქვს ღრმა ჩრდილები და მკვეთრი მაღალი ტონები (highlights).