ფერადი ფირის გამჟღავნება/ სკანირება ერთ დღეზე ნაკლებ დროში.
HARMAN PHOENIX 200

36.00

Out of stock

HARMAN PHOENIX 200

Categories , ,

HARMAN Phoenix 200 ექსპერიმენტული ფერადი ნეგატივია საგრძნობლად მაღალი კონტრასტითა და შესამჩნევო მსხვილი მარცვლით. ძნელად პროგნოზირებადი ფერებით და ძალიან ბევრი ,,ფირული” ეფექტით.

Phoenix ყველასათვის კარგად ცნობილი კომპანიის, HARMAN_ის მიერ არის წარმოებული, რომელსაც ასევე Ilford_ის ფირების წარმოებით ვიცნობთ.

Phoenix ერთადერთი ფერადი ფირია, რომელიც ძალიან დიდი ხნის პაუზის შემდეგ ბაზარზე გამოჩნდა, როგორც ახალი ფერადი ფორმულა, განსხვავებული ყველა სხვა ფერადი ფირისგან.

ჯერ-ჯერობით ფირი ლიმიტირებული რაოდენობით იყიდება, რადგან ის ჯერ კიდევ გამოცდას გადის და იხვეწება. მაგრამ ყველა, ვინც HARMAN_ის ხარისხს ვიცნობთ Ilford_ის შავ-თეთრი ფირებიდან, იმედს ვიტოვებთ რომ ფენიქსის სახით მალე კიდევ ერთი პროფესიონალური ფირი შეემატება ფერად ფირთა არჩევანს.

  • პირველი ფერადი ფირი წარმოებული HARMAN_ის მიერ
  • საშუალო სიჩქარე 200 აისო
  • მაღალი კონტრასტი და მსხვილი მარცვალი
  • C-41 პროცესი
  • ხელმისაწვდომია DX კოდით 35მმ 36კადრიან კასეტებში

მსგავსი პროდუქცია