Cart

Cart

Push & Pull – რა გვჭირდება ვიცოდეთ

ხშირად გვეკითხებიან რა არის “ფუში” და “ფული” ჩვენს შეკვეთის ფორმაში და ვეცადეთ საუკეთესოდ გვეჩვენებინა რატომ წარმოადგენს ეს შემოქმედებითი ტექნიკა ბევრი ფოტოგრაფის არსენალის ნაწილს.

ის მოითხოვს ცოტა ტექნიკურ ცოდნას, მაგრამ მთავარი მიზანი არის ის, რომ აფუშვა და დაფუშვა გეხმარებათ გქონდეთ მეტი კონტროლი შემოქმედებით პროცესზე და გახსნათ შემოქმედებითი შესაძლებლობების სამყარო. განსაკუთრებით გამოსადეგია მათთვის, ვისაც სურს რომ შესძინოს მეტი ხასიათი და კონტრასტი თავის შავ-თეთრ ფოტოებს მაგრამ იგივე ტექნიკა შესაძლებელია გამოვიყენოთ ფერადი ფირების შემთხვევაშიც. პრაქტიკულად, ფერადის შემთხვევაში დაგეხმარებათ მიიღოთ ნაკლები სატურაცია და მიაღწიოთ უფრო მინიმალისტურ სახეს.

Ilford Hp5 400 pushed 2 stops to 1600 ISO © Gela Shekeladze

გამჟღავნების დროს აფუშული ფირი უფრო დიდხანს ჩერდება ქიმიკატებში, რაც ფოტოს უფრო მეტ კონტრასტს და მარცვალს სძენს. რაც იდეალურია მათვის ვისაც მოგვწონს მსგავსი გამომსახველობითი ქუჩის ფოტოგრაფია.

Ektar 100 pushed 1 stop to 200 ISO

“ფული” აკეთებს სრულიად საწინააღმდეგოს. ფირს ვიღებთ ქიმიკატებიდან შედარებით მალე, რაც ფოტოებს ანიჭებს ნაკლებ კონტრასტს, ნაკლებ მარცვალს და შედარებით ნაკლებ სატურაციას (ფერადის შემთხვევაში). თუ გსურთ ნაკლებად კონტრასტიანი ფოტოები, უფრო მეტი დეტალებით ჩრდილებში, უმჯობესია ფირის დაფულვა სცადოთ. 

Delta 100 pulled to 10 ISO (left) Delta 100 pulled to 1 ISO (right) © Gela Shekeladze

ქვემოთ განვიხილოთ ფირის აფუშვა Ilford HP5+_ის და Delta 400_ის მაგალითზე, აღნიშნული ფირი 400 აისოიანია და გვაძლევს შესაძლებლობას ავფუშოთ 800, 1600 ან 3200 აისომდე. რაც იდეალურია თუ ჩვენდა დამოუკიდებლად დაბალი განათების პირობებში აღმოვჩნდებით ან განძრახ გვინდა მივიღოთ მაღალი კონტრასტი და შედარებით უფრო მეტი მარცვალი ჩვენი გამოსახულებისათვის.

ამის გასაკეთებლად, კამერაზე ვუთითებთ 400_ის ნაცვლად 800, 1600 ან შესაბამისად 3200 აისოს და მთელ ფირს ვიღებთ აღნიშნულ ნიშნულზე.

გადაღების სხვა ყველა თანხმლები პროცესი იგივეა. მხოლოდ ცვლით აისოს და ვიღებთ. პირველ ფოტოზე HP5+ აფუშულია 1600 აისომდე რადგან ნისლისა და დაბალი განათების პირობებში შეგვძლებოდა ფოტოს გადაღება, ასევე აღნიშნულ სცენას უფრო მოუხდებოდა მაღალი კონტრასტი და სახასიათო გამოსახულება.

Ilford Hp5 400 Pushed to 1600 (left) Ilford Delta 400 Pushed to 800 (right) © Gela Shekeladze

აფუშვა გახდება თქვენი არსენალის ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი. სცადეთ 1-2 სტოპით აფუშვა რათა გაიგოთ თქვენი ფირის ლიმიტი. უკვე დიდი წარმატებით ვფუშავთ HP5+_ს და Delta-ს 1600 აისომდე. ასევე ვრეკომენდირებთ Kentmere 400_ის 800მდე აფუშვას რადგან 400-ზე შედარებით ნაცრისფერი გამოდის ვიდრე 800 აისოზე.

ფერადისათვის ავფუშავდით ყველაფერს, გარდა პროფესიონალური ფირებისა, როგორებიცაა Ektar 100 და Portra_ს ხაზი კოდაკისაგან. თუმცა Gold 200_ის და Ultramax 400_ის დაფულვა 100 და 200 აისომდე შესანიშნავ შედეგს მოგვცემს.

დაგვიტოვეთ საკუთარი რჩევები და გაგვიზიარეთ გამოცდილება ამ საინტერესო შემოქმედებითი პროცესის კომენტარში თუ გიცდიათ აქამდე აფუშვა ან დაფულვა.

No Replies on

Push & Pull – რა გვჭირდება ვიცოდეთ

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *