ფერადი ფირის გამჟღავნება/ სკანირება ერთ დღეზე ნაკლებ დროში. ყოველ ოთხშაბათს, -20% გამჟღავნება/სკანირებაზე
Vakho Khetaguri – The Fall (2013-2016)

70.00

4 in stock

Vakho Khetaguri – The Fall (2013-2016)

თბილისი ჩვეულებრივი ქალაქია, აქ ადამიანების დიდი ნაწილი დილიდან საღამომდე მუშაობს, ცხოვრებისათვის დარჩენილ დროს კი ტრადიციულად მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად ატარებენ. ამიტომ რთულია ნამდვილი ქალაქი გაიცნო. მაგრამ თბილისში არის სივრცე, რომლის მსგავსიც ალბათ ყველა სხვა თანამედროვე ქალაქშიც მოიძებნება, ადგილი, სადაც ცხოვრება გარეთ გამოდის. სადაც ქალაქის პულსიყველაზე კარგად იგრძნობა. სადგურის მოედანი, სადაც ეს სერია გადავიღე. ქალაქის ცენტრთან ახლოს არც თუ ისე დიდ ტერიტორიას იკავებს. აქ არის განთავსებული ცენტრალური ბაზარი და რკინიგზის სადგური. რის გამოც ყოველდღიურად უამრავი ადამიანი იყრის თავს. ვის აღარ შეხვდებით აქ, მუშას, ქურდს, ვაჭარს, პროფესორს, ბიზნესმენს, მეძავს, ადამიანებს მთელი ქალაქიდან და ქვეყნიდან.

ამ ფოტოსურათებს არ აქვთ პრეტენზია სრულყოფილად და ამომწურავად გადმოგვცეს რეალობა, ეს უბრალოდ მცდელობაა, ფოტოქაღალდზე ამ სივრცის აურა გადმოიტანოს.

მსგავსი პროდუქცია