ხშირად დასმული კითხვები / FAQ
ყველაზე ხშირად დასმული კითხვები და პასუხები
ფირის გამჟღავნება/სკანირების ვადა დამოკიდებულია ფირის ტიპზე.
სტანდარტული C-41 ფერადი ფირების გამჟღავნების ვადა მაქსიმუმ ერთი დღეა.
შავ-თეთრი და კინო ფირების გამჟღავნების დრო, იმის გამო რომ ხელით მჟღავნდება და გაშრობის პროცესის გავლაც უწევს, ამიტომ მოლოდინის დრო აქ 2-3 დღეა.
ჩვენი ლაბორატორია იყენებს Fuji Frontier SP-3000 და Noritsu LS-1100 ფირის სკანერებს, რომლებიც თავიანთი სიჩქარით, მაღალი რეზოლუციითა და ყველაზე დაბალანსებული ფერებით გამოირჩევა.
ლაბორატორიაში ფირის ჩაბარების შემდეგ მიიღებთ შეტყობინებას, რომ ფირი ელოდება გამჟღავნებას.
გამჟღავნება/სკანირების დასრულების შემდეგ, უმოკლეს ვადაში მიიღებთ გადმოსაწერ ბმულს Wetransfer_ის მეშვეობით.
დაარსების დღიდან მაგნოლია თანამშრომლობს მსოფლიოში წამყვან მწარმოებლებთან, როგორებიცაა Fujifilm და Ilford.
სწორედ ამ ორი კომპანიის მიერ წარმოებული ფერადი და შავ-თეთრი ფირების ქიმიკატებში ხდება ფირების გამჟღავნება.
ფოტოების გადმოწერის შემდეგ, ბმული აქტიურია 30 დღის განმავლობაში.
მიწოდების სერვისით სარგებლობისათვის, შეგიძლიათ შეიძინოთ თქვენთვის სასურველი პროდუქცია ჩვენს ვებ-გვერდზე და მიუთითოთ სასურველი მისამართი.
თბილისის მასშტაბით მიწოდება ხდება შეკვეთის გაფორმების დღეს, ხოლო რეგიონებში 2-3 სამუშაო დღის განმავლობაში.
ყველა ფირი გამჟღავნებისა და სკანირების შემდეგ იჭრება შესაბამის ზომად.
იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ თქვენი ფირების დაჭრა და დახვეულ მდგომარეობაში გირჩევნიათ მათი შენახვა, აუცილებლად დაგვიტოვეთ კომენტარი ფირის ლაბორატორიაში მოტანისას.
დიახ. ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ ერთჯერადი კამერიდან ფირის ამოღებასა და მის გამჟღავნება/გაციფრულებაში.