ხშირად დასმული კითხვები / FAQ
ყველაზე ხშირად დასმული კითხვები და პასუხები
ფირის გამჟღავნება/სკანირების ვადა დამოკიდებულია ფირის ტიპზე.
ტრადიციული C-41 ფერადი ფირების გამჟღავნების ვადა მაქსიმუმ ერთი დღეა.
შავ-თეთრი და კინოფირების დრო, იმის გამო რომ ხელით მჟღავნდება და გაშრობის პროცესის გავლაც უწევს, 2-3 დღემდე მერყეობს.
ჩვენი ლაბორატორია იყენებს Fuji Frontier SP-3000 და Noritsu LS-1100 ფირის სკანერებს. რომლებიც თავიანთი სიჩქარით, მაღალი რეზოლუციითა და ფერთა ყველაზე კარგი პროფილით გამოირჩევა.
ჩვენი რეკომენდაციია, რომ გამოსცადოთ ორივე სკანერი სასურველი შედეგის მისაღებად.
ლაბორატორიაში ფირის ჩაბარების შემდეგ მიიღებთ შეტყობინებას, რომ ფირი ელოდება გამჟღავნებას.
გამჟღავნება/სკანირების დასრულების შემდეგ, უმოკლეს ვადაში მიიღებთ გადმოსაწერ ბმულს Wetransfer_ის მეშვეობით.
დაარსების დღიდან ვთანამშრომლობთ მსოფლიოში წამყვან მწარმოებლებთან, როგორებიცაა Fuji, Ilford და სხვა.
სწორედ ამ ორი კომპანიის მიერ წარმოებული ფერადი და შავ-თეთრი ფირების ქიმიკატებში ხდება ფირების გამჟღავნება.
ფოტოების გადმოწერის შემდეგ, ბმული აქტიურია 30 დღის განმავლობაში.
იმ შემთხვევაში თუ ფაილები დაგიზიანდათ ან წაგეშალათ, თქვენ ისევ შეძლებთ გადმოწერას 30 დღის განმავლობაში.
მიწოდების სერვისით სარგებლობისათვის, შეგიძლიათ შეიძინოთ თქვენთვის სასურველი პროდუქცია ჩვენს ვებ-გვერდზე და მიუთითოთ სასურველი მისამართო.
თბილისის მასშტაბით მიწოდება ხდება შეკვეთის გაფორმების დღეს.
რეგიონებში 2-3 სამუშაო დღის განმავლობაში.
ყველა ფირი გამჟღავნებისა და სკანირების შემდეგ იჭრება შესაბამის ზომად.
იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ თქვენი ფირების დაჭრა და დახვეულ მდგომარეობაში გირჩევნიათ მათი შენახვა, აუცილებლად დაგვიტოვეთ კომენტარი ფირის დატოვების დროს.
დიახ. ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ ერთჯერადი კამერიდან ფირის ამოღებასა და მის გამჟღავნება/გაციფრულებაში.