ფერადი ფირის გამჟღავნება/ სკანირება ერთ დღეზე ნაკლებ დროში. ყოველ ოთხშაბათს, -20% გამჟღავნება/სკანირებაზე

ბერლინი და ჰამბურგი • მარიამ ბეროძის ფოტოამბავი ფირზე

მარიამ ბეროძე ფირის ფოტოგრაფია, რომელიც 2020 წლიდან მარტო მოგზაურობს, როგორც საქართველოში, ასევე ევროპისა და აზიის სხვადასხვა ქვეყანაში. ამჯერად ის გერმანიას სტუმრობდა და ბერლინისა და ჰამბურგის ფოტოამბები ჩამოგვიტანა.

Kodak Portra 400
📸 Nikon F100

“როცა მარტო მოგზაურობ, ფიქრისთვის საკმარისად ბევრი დრო გრჩება. დაჯდები სადმე, გადმოალაგებ საფიქრალს და მერე მზესუმზირასავით აკნატუნებ. 

მარტო მოგზაურობას არაფერი მირჩევნია დედამიწაზე. ერთ-ერთი ადამიანი იმ მცირეთაგან, ვისაც ამ სიმყუდროვის დარღვევის ნებას მივცემ, ჩემი მეგობარი ნათიაა. გერმანიაში მოგზაურობაც ნათიას ეძღვნება, რადგან ჰამბურგში სწორედ მის სანახავად ჩავედი…მაგრამ მანამდე ბერლინი მოვინახულე.”

“ფირით გადაღებული ფოტოები რომ ვნახე, მივხვდი, რატომ ვუღებდი ქუჩებს ჰამბურგში, ბერლინში კი – ადამიანებს. ჰამბურგი, ბერლინთან შედარებით, ბევრად ლამაზი ქალაქია. განსაკუთრებით მშვენიერია არხებით დაქსელილი ქუჩები. ბერლინში ადამიანებმა მომნუსხა. ყველას აცვია მუქი ტანსაცმელი, ყველას გამორჩეული სტილი და ხასიათი აქვს.

 მოგზაურობიდან ბევრი ფოტო მომაქვს ხოლმე, თუმცა ფირით ყველაფერს არ ვიღებ. ფირს განსაკუთრებული კადრებისთვის ვინახავ. ზოგიერთი ფოტო უბრალოდ ლამაზია, ზოგიერთი ესთეტიკით არ გამოირჩევა, მაგრამ იმ ემოციას ინახავს, რა ემოციის დამახსოვრებაც ძალიან მინდოდა.”

უახლესი სტატიები

#გადაიღე

ყველა სტატია