ფერადი ფირის გამჟღავნება/ სკანირება ერთ დღეზე ნაკლებ დროში. ყოველ ოთხშაბათს, -20% გამჟღავნება/სკანირებაზე

აირჩიეთ თქვენი პირველი Ilford-ის ფირი

ILFORD_ი ჩვენს რეალობაში, სპეციალიზებული შავ-თეთრი ფირის მწარმოებელი ყველაზე დიდი კომპანიაა. სხვადასხვა ტიპისა და ხასიათის მქონე ფირებთან ერთად, ILFORD_ი გვაძლევს წვდომას ათობით ფირის გასამჟღავნებელ ქიმიკატთან, ისევე როგორც საბეჭდ ქაღალდებსა და სხვადასხვა საჭირო აღჭურვილობასთან.

თუკი გამოცდილი ფოტოგრაფებისთვის მოსახერხებელია ჰქონდეთ არჩევანი ფირის ტიპებს შორის, ეს ყველაფერი შესაძლოა დამაბნეველი აღმოჩნდეს მათთვის, ვინც ახალია ფირის ფოტოგრაფიაში.

თუ აპირებთ პირველად მოსინჯოთ ILFORD-ის ფირი და გაინტერესებთ საიდან დაიწყოთ, მაშინ წინამდებარე სტატია ძალიან დაგეხმარებათ.

უმჯობესია დავიწყოთ იმის აღნიშვნით, რომ არ არსებობს არასწორი არჩევანი როცა ILFORD-ს ვირჩევთ. ყველა ტიპის ფირი უნიკალურია და თქვენი არჩევანი, ამ შემთხვევაში, შემცირდება პირადი საჭიროებების მიხედვით, მაგალითად მარცვლის სტრუქტურის, სიჩქარის ან იმის მიხედვით, თუ რის გადაღებას ვაპირებთ და სად.

Ilford_ის ფირები იყოფა ორ ძირითად ხაზად: DELTA PROFESSIONAL  და  PLUS ფირები

PLUS ფირები (FP4 PLUS, HP5 PLUS და PAN F PLUS,) და DELTA PROFESSIONAL ფირები (DELTA 100, DELTA 400 და DELTA 3200).

DELTA-ს ხაზი იყენებს უახლეს ფირის ემულსიას, რომელის დადებითი მხარეა ჰქონდეს ნაკლები მარცვალი და მაღალი სიჩქარის დიაპაზონი. რაც ნიშნავს, რომ თქვენ მიიღებთ ნაკლები რაოდენობის მარცვალს და უფრო სუფთა გამოსახულებას იგივე სიჩქარის PLUS ფირებთან შედარებით.

თუმცა PLUS ფირებს, რომლებიც იყენებენ უკვე კარგად გამოცდილ ემულსიის ტექნოლოგიას, აქვს უფრო მეტი ამტანობა და ლმობიერება ვიდრე DELTA-ს.  ეს მათ აქცევს უფრო მოქნილს ISO-ს ბიძგისათვის (1600-მდე) და ასევე ნაკლებად მგრძნობიარეს ხდის გამჟღავნების შეცდომებზე.

სწორია თუ არა, როცა არჩევანს ვაკეთებთ DELTA-სა და PLUS ფირებს შორის? ორივე მათგანი პროფესიონალური ხარისხის ფირებია და ამის გამო, განსხვავება მარცვლის სიხშირესა და სიჩქარეს შორის უმნიშვნელო ხდება.

იდეალური დასაწყისისათვის სცადეთ HP5 PLUS (ან FP4 PLUS სტუდიაში ან მაღალი განათების შემთხვევაში) და როგორც კი უფრო თავდაჯერებული გახდებით  ექსპოზიციის სისწორეში, სცადეთ Delta და ნახეთ რომელ გამოსახულებას ამჯობინებთ.

განსხვავებული ფირები:

ILFORD_ი აგრეთვე აწარმოებს PLUS და DELTA-სგან განსხვავებულ ფირებს. მათ აქვთ განსხვავებული ხასიათი, რაც მათ სხვა ფირებისგან გამოარჩევს.

SFX 200 – საშუალო სიჩქარის შავ-თეთრი ფირია გამოკვეთილად გაზრდილი მგრძნობელობით წითლის მიმართ. წითელ ფილტრთან კომბინაციით გვაძლევს ინფრარედის მსგავსს გამოსახულებას, რასაც ხშირად იყენებენ პეიზაჟების გადასაღებად, რადგან ცა უფრო შავდება, ღრუბლების სითეთრე იზრდება და კონტრასტიც უფრო შესამჩნევი და დრამატული ხდება.

ORTHO PLUS -ერთადერთ პანქრომატულ გამონაკლისს წარმოადგენს. ის ლურჯის და მწვანის მიმართ არის მგრძნობიარე, მაგრამ არა წითლის მიმართ. მუქი სტაფილოსფერი და წითელი ფოტოზე უფრო შავისკენ იხრება და ქმნის საინტერესო ეფექტს. კიდევ ერთი საინტერესო თვისება Ortho ფირის არის ის, რომ შეგვიძლია მისი წითელი შუქის თანხლებით გამჟღავნება, რაც იდეალურია სასწავლებლად. ფირის სიჩქარე შეფასებულია როგორც 80 აისო დღის შუქზე გადაღებისას და როგორც 40 აისო, ხელოვნური განათების პირობებში.

XP2 SUPER, რომელიც იზიარებს DELTA 400 და HP5 PLUS-ის ძირითად მახასიათებლებს. ერთადერთი განმასხვავებელი ნიშანი არის ის, რომ იგი იყენებს გამჟღავნების C-41 პროცესს, რომელიც გამოიყენება ფერადი ფირების შემთხვევაში. მეტი მკაფიოობისთვის აღვნიშნავთ, რომ XP2 არის შავ-თეთრი ფირი, რომლის გამჟღავნება შეგიძლიათ ნებისმიერ ლაბორატორიაში, სადაც ფერად ფირებს ამჟღავნებენ.

KENTMERE ფირები

Kentmere დამოუკიდებელი კომპანია იყო, რომელიც დღეს უკვე ILFORD_ის მფლობელობაშია. Kentmere 100 და Kentmere 400 წარმოებულია იგივე ტექნოლოგიით, რითაც PLUS ფირები. ერთადერთი განმასხვავებელი ნიშანი მასზე არსებული ნაკლები ემულსიაა, რომელიც ფირს უფრო ბიუჯეტურს ხდის.

Kentmere_ის ფირები ფასისა და ხარისხის იდეალური კომბინაციაა და მოსახერხებელია გადაღებისა და გამჟღავნების სასწავლებლად მანამ, სანამ ILFORD_ი სPlus ან Delta ხაზზე გადავალთ.

ფირის სიჩქარე:

ფირის სიჩქარე ან ISO არის ფირის მგრძნობელობის საზომი სინათლის მიმართ. რაც უფრო დაბალია ISO-ს რიცხვი, მით უფრო ნელია ფირი. მაგალითად ISO 50 უფრო ნელია ვიდრე ISO 400.  იმ შუქის რაოდენობას, თუ რამდენი უნდა აღიბეჭდოს ფირზე, კამერა განსაზღვრავს ISO-ს მეშვეობით. ამიტომ, თუ შუქი დაბალია, მაღალი ISO-ს მქონე ფირები გაძლევთ საშუალებას შეინარჩუნოთ მკვეთრი გამოსახულება და მაღალი გარჩევადობა და პირიქით.

წყარო.